Tuesday, June 27, 2017

ახლანდელი მარტივი დრო



გაკვეთილის მთავარი თემა
ახლანდელი  მარტივი  დრო
სწავლების საფეხური
საბაზო
მოსწავლეთა პროფილი
9
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
  • შეისწავლონ:  როგორ  მოქმედებას  გამოხატავს  და  როგორ  იწარმოება ახლანდელი  მარტივი  დრო
  • მართლწერის წესები
  • რომელი  ზმნიზედები  გამოიყენება ახლანდელი  მარტივი  დროის  წარმოებისას
  • შედეგი  მიღწეულია  თუ  მოსწავლეს  შეუძლია:  წინადადებებში  გამოარჩიოს  ზმნები,  რომელიც  არის  ახლ.  მარტივ  დროში,  იცავს  მართლწერის  წესებს  და  სწორად  იყენებს  ზმნიზედებს
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა  იციან  დამოუკიდებელი და  დამხმარე მნიშვნელობის  მქონე  ზმნების  შესახებ  თეორიული  ნაწილი  და  იციან  to  do,  to  have,  to  be,  shall  და  will ზმნების  უღლებები  ახლანდელ  მარტივ  დროში.(I,He,she,it,we,you,they)
პირის  ნაცვალსახელები
შეფასების საგნები და პროცედურები
მოსწავლეები  შეფასდებიან  წინასწარ  შემუშავებული  შეფასების რუბრიკების  მიხედვით,
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმღვანელო,  რვეული,  საწერი  კალამი,  დაფა  ცარცი,  პროექტორი,  კომპიუტერი სლაიდი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო  საკითხები  2წთ
                  A       ფაზა
აქტივობა  N1-    საშინაო  დავალების  შემოწმება--------5წთ                                                
აქტივობის  აღწერა
მასწავლებელი  ჩამოივლის,  თვალის  გადავლებით  შეამოწმებს  დავალებას  ვის  უწერია  და  ვის  არა,  შემდეგ  მოსწავლეები  რიგრიგობით  წაიკითხავენ  შესრულებულ  დავალებას  და  აზუსტებენ  მის  სისწორეს.

შეფასება--მასწავლებელი  იყენებს  განმავითარებელ  კომენტარს  და  შეფასების  რუბრიკას.

აქტივობა--N2--5 წთ  ------გონებრივი  იერიში.

აქტივობის  აღწერა--მასწავლებელი  სვამს  შეკითხვებს  განვლილი  მასალიდნ,  ახსენებს  მოსწავლეებს  იმ  საკითხებს,  რომელიც  ახალი მასალის   ასახსნელად  სჭირდ  ება.
შეფასება--განმავითარებელი  შეფასება
შეფასების  რუბრკა
 ფაზა--B  
აქტივობა  N  3  --საკლასო  დავალების  შესრულება--22  წთ
მიზანი:  მოსწავლეებმა  ყოველ  ჯერზე  სწორად  აწარმოონ   ზმნები    პირის  მიხედვით  და  აუღლონ  მტკიცებით,  კითხვით  და    უარყოფით  ფორმაში.(  სლაიდის  ჩვენება)
აქტივობის  აღწერა:
 სასწავლო  ჩხირების  საშუალებით  მასწავლებელი  იძახებს  მოსწავლეებს  დაფასთან
მოსწავლე  მასწავლებლის  დახმარებით  წერს  ზმნის  უღლებას  მტკიცებით  ფორმაში  და  სხვა  ფერის  ცარცით  გამოყოფს  მხ.რიცხვის  მესამე  პირში  S  სუფიქსს    ,  ისევ  ჩხირის  საშუალებით  დაფასთან  გამოდის  სხვა  მოსწავლე  და  წერს  იგივე  ზმნის  უღლებას  კითხვით  ფორმაში  და  სხვა  ფერის  ცარცით  გამოყოფს  do  დამხმარე  ზმნას,  ისევ  ჩხირის  საშუალებით  გამოდის  სხვა  მოსწავლე  და  წერს  იგივე  ზმნის  უღლებას  უაროფით    ფორმაში  და  სხვა  ფერის  ცარცით  გამოყოფს  do  not  დამხმარე  ზმნას,  ისევ  ჩხირის  საშუალებით  გამოდის  დაფასთან  სხვა  მოსწავლე  და  მასწავლებლის  დახმარებით  წერს  დაფაზე    იმ  ზმნიზედებს,  რომლებსაც  ვიყენებთ  ახლანდელი  მარტივი  დროის  საწარმოებლად    და  განსაზღვრავს  მის  ადგილს  წინადადებაში.  დაფაზე  ნათლად  სჩანს  ახლანდელი  მარტივი  დროის  სპეციფიკა  და  მოსწავლეებს  გამოაქვთ  დასკვნები.  (  სლაიდის  ჩვენება)
აქტივობა--4  მუშაობა  ტესტზე--6  წთ  
მიზანია  მასწავლებელმა  დაადგინოს  რამდენად  სწორად  გაიგეს  მოსწავლეებმა  ახსნილი  მასალა  და  რა  საკითხი  საჭიროებს  თავიდან  ახსნას.
აქტივობის  მსვლელობა:  
მასწავლებელი  არიგებს  ტესტს,  მოსწავლეები  მუშაობენ  ტესტზე

პროექტორის  საშუალებით  დაფაზე  ჩნდება  სწორი  პასუხები  მოსწავლეები  ამოწმებენ  ართმანეთის  ნაშრომებს  და  შედეგებს  აწვდიან  ასწავლებელს.  მასწავლებელი  აფასებს  მოსწავლეებს  შეფასების  რუბრიკის  მეშვეობით
ფაზა--C
აქტივობა  N  5  დავალების  მიცემა  2წთ  
აქტივობის  მსვლელობა  მასწავლებელი  დაფაზე  წერს  საშინაო  დავალებას  და  აძლევს  საჭირო  მითითებებს.
აქტივობაN  6--3 წთ.  მოსწავლეების  საბოლოო  შეფასება  აქტივობის  მსვლელობა  

მასწავლებელი  აჯამებს  სხვადასხვა  კრიტერიუმსი  მოსწავლეთა  ქულებს  და  საშუალო  არითმეტიკულით  გამოყავს  საბოლოო  ქულა.

No comments:

Post a Comment